13-06-2018
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 894.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 284.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 610.1 მლნ. აშშ დოლარი (23.3 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 2 325.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 პროცენტი შეადგინა.