გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 31, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: პოლიციელის მიერ ჩადენილი ძალადობა მუნდირის შეურაცხყოფაა

26-01-2022

შემაშფოთებელია პოლიციელის მხრიდან ძალადობა, - დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მედიასთან მეტროში შშმ პირზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირება ჰქონდა.


„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მსგავსი რამ პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფაა. ზოგადად, ეს ადამიანები ხომ გმირობასთან ასოცირდება. ისინი თავიანთი სიცოცხლის ფასად, ქვეყანაში მშვიდობასა და წესრიგს უზრუნველყოფენ. მისასალმებელია მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30