გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძემ იუსტიციის სამინისტროს სწრაფი რეაგირების რაზმის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

26-01-2022

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე შეხვდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმ თანამშრომელთა ნაწილს, რომლებიც 2008 წლის საომარ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნულ შეხვედრაზე, სტუმართა მხარეს წარმოადგენდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სწრაფი რეაგირების რაზმის წევრებისგან შედგება.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი და მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი, გია ედილაშვილი.


შეგახსენებთ, 2014 წლიდან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ომის მონაწილის სტატუსის მისაღებად, პერმანენტულად მომართავდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დანაყოფის წევრები, 2008 წელს, საომარ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ, სამსახური,მათ, ომის მონაწილის სტატუსს ვერ ანიჭებდა, ვინაიდან ''ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ''კანონში არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი ნორმა.


უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წელს, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, კანონმდებლობის გვერდის ავლით, სიტყვიერი განკარგულებების საფუძველზე, ხორციელდებოდა სხვადასხვა უწყებათა წარმომადგენლების, მათ შორის, ახალწვეულთა გადაგზავნა კონფლიქტის ზონაში, ფუნქციურად მათთვის შეუსაბამო დავალებების შესასრულებლად. ქვედანაყოფების მართვა ხორციელდებოდა ქაოტურად, ხანდახან არაუფლებამოსილი პირების მიერ. კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არარსებობის გამო, აღნიშნულ პირებს, ვერ ენიჭებოდათ ომის მონაწილის სტატუსი, რაც, წლების განმავლობაში, მათ დისკრიმინაციულ პირობებში აყენებდა;


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი კიდევ ერთი შემადგენლობის ღვაწლის დაფასებისთვის მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, რომელთა ძალისხმევითაც, ''ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ'' კანონის მეცხრე მუხლის ''გ'' ქვეპუნქტში განხორციელდა ცვლილება და დამატება;


აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, 2008 წლის საომარ მოქმედებებში მონაწილე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს მიეცათ შესაძლებლობა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს 281-ე ბრძანებით ომის მონაწილის სტატუსის მაძიებელი პირებისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მიენიჭოთ ომის ვეტერანის სტატუსი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930