გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზაცია შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

26-01-2022

საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზაცია შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 


მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ამ მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის. 


მისი თქმით, დღეს ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  პირდაპირ ეხმიანება დღევანდელი ღონისძიების სლოგანს - საბაჟოს სრულ ციფრულ ტრანსფორმაციას. 


„მადლიერნი ვართ, აშშ-ის მთავრობისა და ამერიკელი ხალხის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ მემორანდუმი იქნება კარგი შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ 10-წლიანი გეგმით გათვალისწინებული „ნულოვანი დეკლარირების პრინციპის" იმპლემენტაცია საბაჟო სფეროში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. 


დღეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა  და საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს შორის  შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიური პლატფორმის მოდერნიზაციის მიზნით თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესახებ. 


პროექტი მიზნად ისახავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიური პლატფორმის სრულმასშტაბიან მოდერნიზაციას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930