26-01-2022
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ის ვარიანტი, რაც "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა, სრულად გამოხატავს როგორც მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას, ასევე სრულად ჯდება დიპლომატიური ურთიერთობის სტანდარტებში - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ნებისმიერი რეზოლუცია, თუ ქმედების გადაწყვეტილება რომელიც სხვა სახელმწიფოებს შორის კონფლიქტურ ურთიერთობას ეხება, უნდა იყოს განმსჭვალული უპირველესად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
„ნებისმიერი რეზოლუცია, თუ ქმედების გადაწყვეტილება რომელიც სხვა სახელმწიფოებს შორის კონფლიქტურ ურთიერთობას ეხება, უნდა იყოს განმსჭვალული უპირველესად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. უნდა იყოს პოზიციის მკაფიო დაფიქსირება არ უნდა ეწეროს ის კონკრეტული ნაბიჯები, რის გადადგმასაც აპირებ და რაც მთავარია არ უნდა იყოს აგებული პროვოკატორების პოხონდრიებზე. აუცილებლად უნდა დაფიქსირებული საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის სრული მხარდაჭერა და არაფრის დიდებით არ უნდა იყოს "გოშიას სიმამაცის" მსგავსი.
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ის ვარიანტი, რაც "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა სრულად გამოხატავს როგორც მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას, ასევე სრულად ჯდება დიპლომატიური ურთიერთობის სტანდარტებში.
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა; "უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი; სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს".
თუნდაც ამ ორი წინადადებით აბსოლუტურად ზუსტად არის ჩამოყალიბებული საქართველოს პოზიცია და ნამდვილად გაუგებარია ის უაზრო ფაციფუცი, რომელიც ძალიან მაგონებს 12 სკამის პერსონაჟის კისა ვორობიანინოვის დაბერილ ლოყებსა და "ჭკვიანურ" გამომეტყველებას" - წერს გია გაბრიჭიძე „ფეისბუქზე“.
16-11-2024
16-11-2024