გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
თეა თუთბერიძე: არ გამოვრიცხავ, ე.წ. ციხის კადრები ვანო მერაბიშვილმა სპეციალურად გაასაჯაროვა, ამით მან სააკაშვილს და ახალაიებს დაარტყა

27-01-2022

მოძრაობა "კმარას" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, თეა თუთბერიძის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ თავის დროზე ციხის კადრების გასაჯაროება მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უზრუნველყო. 


როგორც თუთბერიძემ 2014 წლის ოქტომბერში გაზეთ "პრაიმთაიმთან" საუბარში განაცხადა, ამ საქციელით მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილსა და მის დასაყრდენ ფიგურებს - ახალაიებს დაარტყა.


საინფორმაციო - შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:


"ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა. ის, რომ ვანო მერაბიშვილმა არაფერი იცოდა, არის არაადეკვატური და ალოგიკური.


მეტიც, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი თავად ვანო მერაბიშვილმა გააკეთა. ციხის სკანდალური კადრებით ვანო მერაბიშვილმა დაარტყა მიხეილ სააკაშვილს და დაარტყა იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ იყვნენ მიხეილ სააკაშვილის დასაყრდენი ფიგურები. რეალურად, მიხეილ სააკაშვილის ერთგულები და დასაყრდენი ძალა ძმები ბაჩო და დათა ახალაიები გახლდნენ" - განაცხადა თუთბერიძემ.


შეგახსენებთ, რომ 2013 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მასმედიაში სკანდალური, სისტემური დანაშაულის ამსახველი კადრები გამოჩნდა, სადაც ჩანდა, როგორ სასტიკად აწამებდნენ და შეურაცხყოფდნენ პატიმრებს საპყრობილეებში.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით


P.P.S. მასალის გამოყენების შემთხვევაში წყაროს მითითება აუცილებელია!!!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930