გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში გზის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება

27-01-2022

კასპში #4 საჯარო სკოლის და მიკრო რაიონის დასახლების დამაკავშირებელი გზის მოწყობა-მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გზის წინა მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, მოწყობილია გზის საფუძველი, მიმდინარეობს  საფეხმავლოებზე ბორდიურების მოწყობა, შემდეგ კი მოასფალტის სამუშაოები დაიწყება. 


გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „გ.კ.“ ასრულებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 157 939 ლარია.


"აღნიშნული გზა უმოკლესია როგორც #4 საჯარო სკოლასთან, ასევე ცენტრალურ გზასთან. მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა მერიამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო ფინანსები, გამოცხადდა ტენდერი და სამუშაოებიც დაიწყო. ახალად რეაბილიტირებული გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მანძილს, როგორც სკოლამდე, ისე ცენტრალურ მაგისტრალამდე და ადგილობრივებს აღარ მოუწევთ შემოვლითი გზით სარგებლობა" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30