გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში, 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

28-01-2022

„საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 115 000 ლარია.


მასშტაბური სამუშაოების სრულად განხორციელების შედეგად, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების 5 სოფლის (ხირსა, ხორნაბუჯი, ქვემო მაჩხაანი, ანაგა, სამთაწყარო) 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე.


მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, იწმინდება და წესრიგდება 13 კმ სიგრძის არხი; 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები.


საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ კახეთის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.


„სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას ინტენსიურად ვახორციელებთ. კახეთის რეგიონში სამუშაოები მიმდინარეობს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ერთ-ერთ ძირითად გამანაწილებელზე, რომელიც წყალს აწვდის მაგისტრალური არხის ბოლო მონაკვეთებს, სადაც ავარიული მდგომარეობა იყო და არხს გამტარუნარიანობა შეზღუდული ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ, არხის რეაბილიტაციით, 1200 ჰექტარ სავარგულზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება“, - განაცხადა დავით წითლიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930