გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

29-01-2022

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმს ხელი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა მოაწერეს.


„მნიშვნელოვანია გარემოსდაცვით და აგრარულ სფეროში უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებისა და განვითარების პროცესში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობსორივე სფეროს სპეციალისტებისთვის განათლების ხარისხის განვითარებას“, -განაცხადა თამარ ალადაშვილმა. 


მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას გარემოსდაცვით და აგრარულ სფეროებში პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031