29-01-2022
საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტოკიოში, ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ "Iwanami Hall"-ში ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ.
თეიმურაზ ლეჟავამ მიმოიხლა საქართველოსა და იაპონიას შორის წარმატებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის,პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში.
ამასთან, ელჩმა ისაუბრა საქართველოს უძველეს კულტურასა და მის უნიკალურობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.
ელჩმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის გულშემატკივარს, ტაკეჰიდე ჰარადას ფესტივალის ორგანიზებისათვის და ცნობილ ქართველოლოგს, იასუჰირო კოჯიმას ქართული ფილმების იაპონურად თარგმნის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
აღსანიშნავია,რომ ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 35 ქართული ფილმი ორიგინალური გახმოვანებითა და იაპონური სუბტიტრებით.
16-11-2024
16-11-2024