გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021-2022 წლების ფუნდამენტური კვლევებისთვის სამეცნიერო კონკურსში გამარჯვებული 123 პროექტიდან 49 თსუ მეცნიერებს ეკუთვნით

30-01-2022

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021-2022 წლების ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო კონკურსში გამარჯვებული 123 პროექტიდან 49 პროექტი თსუ მეცნიერებს ეკუთვნით, რაც აღემატება საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლისა თუ ორგანიზაციის მიერ მიღებულ გრანტებს. ამასთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საკუთარი მაჩვენებელიც გაიუმჯობესა და ამ კონკურსის ისტორიაში წელს ყველაზე მეტი გრანტი მოიპოვა (აქამდე თსუ-ს 2012 წელს დაუფინანსდა ყველაზე მეტი - 42 პროექტი).


თსუ მეცნიერთა წარმატებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ ლიდერი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა საქართველოში.


ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე, წელს, 580 პროექტი იყო დარეგისტრირებული, შეფასების ეტაპზე კი 509 პროექტი გადავიდა. საკონკურსო პროექტები 3 ეტაპად შეაფასა ევროპის სამეცნიერო ფონდმა (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) რაც გულისხმობდა:


1. თითოეული პროექტის პირველადი შეფასებას ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ;


2. პროექტის ხელმძღვანელის შეპასუხებას პირველად შეფასებაზე (ე.წ. Rebuttal);


3. თითოეული პროექტის პანელურ შეფასებას ექსპერტთა ჯგუფების მიერ პირველადი შეფასებისა და პროექტის ხელმძღვანელის შეპასუხების გათვალისწინებით.


2021-2022 წლის კონკურსისთვის ბიუჯეტი წინა კონკურსთან შედარებით გაორმაგებულია და 8 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. კონკურსი მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს, რომლებიც ევროპული კვლევების საბჭოს კლასიფიკაციითაა დადგენილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930