2-01-2018
ისევე როგორც დღეს, მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ექიმებიც, საკუთარ სარეკლამო კამპანიას, უცხოეთში მიღებულ პრაქტიკასა და თანამედროვე აპარატურას უკავშირებდნენ.
1916 წელს გამოცემულ გაზეთ „თანამედროვე აზრში“ განთავსებული ერთ-ერთი რეკლამის თანახმად, ექიმი მეგრაბიანცი უცხოეთიდან დაბრუნდა და დიაგნოზს „ელვისებური რენტგენის სხივებით“ სვამდა:
„დაბრუნდა და განაახლა შინაგან სნეულებით ავადმყოფთა მიღება ექიმმა მეგრაბიანცმა, სწამლობს ფილტვებისა-ჭლექი და გულის სნეულებათ სპეციფიურათ: ჭლექისთვის შეფარდებული წამლობა ხელოვნური პნემოტრ. განათება, ფილტვებისა და გულის ფოტოგრაფიულად გადაღება და აგრეთვე ელვისებურ რენტგენის სხივებით გადაღება სხეულის სხვა ნაწილებისაც. ყოველ დღე დილის 9-1 ს.-მდე და საღ. 5-7 ს.-მდე, კვირაობით დილ. 9-12 ს. ბებუთოვის ქუჩა, 23, ტელეფ. № 7-92“- წერს „თანამედროვე აზრი“. (სტილი დაცულია)
NSP.GE ©
3-12-2024
5-12-2024