გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჭიჭინაძე: მთავრობა უნდა გადადგეს

13-06-2018

მმართველი გუნდის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, Unicef-ის კვლევებმაც აჩვენა, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია.
მისივე თქმით, როდესაც ეკონომიკა არ იზრდება და ხალხში უკმაყოფილება გროვდება, გამოსავლი მთავრობის გადადგომაა. 
„ცვლილებები საჭიროა, განსაკუთრებით, როდესაც Unicef-ის კვლევები გამოქვეყნდა, იქ არის ძალიან გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ როდესაც შევქმენით კომისია, არ ვენდეთ უმრავლესობას, ვენდეთ ოპოზიციას, რომ თურმე ის დაადგენს სიმართლეს ქვეყანაში და ჩვენ ამის უნარი არ შეგვწევს. როდესაც ჩვენ ეკონომიკას ვერ ვზრდით, ბანკებს არანორმალური მოგებები მივეცით, ბანკები კარნახობენ ხელისუფლებას, როგორ უნდა მოვიქცეთ, ყველა კანონს არღვევენ და ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს, ხალხში გროვდება უკმაყოფილება. გამოსავალი არის, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. კრიზის გახსნის და დაძაბულობის მოხსნის საშუალება არის, როდესაც მთავრობა გადადგება, იქნება ახალი პროგრამა წარმოდგენილი, თუ ამანც არ უშველა პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპები არსებობს,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031