31-01-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში აქტიურად გრძელდება საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი.
COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები დღეს, ვალეში, „ჯანმრთელობის სახლში“ დაიწყო და ორი დღის განმავლობაში მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ ვაქცინის გაკეთება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი მობილური სამედიცინო ჯგუფი, სამხარეო ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ აცრების ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ მსურველების ტრანსპორტირებას მიმდებარე სოფლებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. ადგილობრივი მაცხოვრებლები ასევე სპეციალისტებისგან ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კვალიფიციურ ინფორმაციას და შესაბამის რეკომენდაციებს იღებენ.
ვაქცინაციის პროცესს დღეს ადგილზე გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოადგილეებთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად.მოსახლეობასთან შეხვედრისას მათი მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, რადგან ეს არის პანდემიის დამარცხების გზა.
აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამტს მიიღებს. ამასთანავე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და "ბუსტერ" დოზით აცრას გაიკეთებს, ერთჯერადად 100 ლარიან დანამატს მიიღებს.
16-11-2024
16-11-2024