გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერისა და უკრაინისადმი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

2-02-2022

უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოლექსანდ მერეჟკო საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერისა და უკრაინისადმი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.


ოლექსანდ მერეჟკო უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ხელაშვილის „ტვიტერის“ პოსტს ეხმაურება.


„დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისა და უკრაინისადმი სოლიდარობისთვის“, – წერს უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.


საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტში მიიღეს, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ იყო წარდგენილი. დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების – გიორგი ხელაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, გივი მიქანაძის და თამარ ტალიაშვილის მიერ არის შემუშავებული. ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველო გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930