2-02-2022
,,ნიკანორ მელიას მორიგი გამაოგნებელი, თუმცა მოსალოდნელი ფეიკი, სიცრუე, ცილისწამება! ანუ ჩვენი დროშა რომ გაშლილიყო რადაში, იარაღით უნდა დავხმარებოდით?!” - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
ასევე, ნიკოლეიშვილი მოუწოდებს ცრუ ინფორმაციის ავტორებს, პირადად წავიდნენ და ცოცხალი ძალით დაეხმარონ უკრაინას, თუ ომი დაიწყება!
,,უკრაინის რადაში იმ ქვეყნების დროშები გაშალეს, ვინც მათ სამხედრო სახის დახმარება გაუწია, ამ მიზეზის გამო, საფრანგეთის, მოლდოვას და საქართველოს დროშები არ გაშლილა, მაგრამ ვინმე ჭკუათმყოფელი იტყვის იმას რომ ეს ქვეყნები უკრაინას მხარს არ უჭერენ?! გაგიკვირდებათ და ამბობენ: ნიკანორ მელიას მორიგი გამაოგნებელი, თუმცა მოსალოდნელი ფეიკი, სიცრუე, ცილისწამება! ანუ ჩვენი დროშა რომ გაშლილიყო რადაში, იარაღით უნდა დავხმარებოდით?! იქნებ პირადად წახვიდეთ და ცოცხალი ძალით დაეხმაროთ და უკრაინაში წაბრძანდეთ, ღმერთმა დაიფაროს თუ ომი დაიწყება! ოღონდ უნდა კი უკრაინას თქვენისთანა საბრძოლო ძალა, აი, საკითხავი ეს არის!” - წერს ნიკოლეიშვილი facebook -ზე.
16-11-2024
16-11-2024