გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 27, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყვარლის მუნიციპალიტეტში ორ კერაზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია

2-02-2022

ყვარლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში ადგილობრივად შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ახალსოფლის სიახლოვეს, ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.


შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ინფორმაციის მიღებისთანავე მოახდინეს. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ორ კერად, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოები ცოცხალმა ძალამ ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით დაიწყო. სიტუაციის შეფასების შემდეგ კი მოხერხდა კერების სიახლოვეს სპეციალური ტექნიკის მიყვანა.


სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები ახალსოფლის ტყეში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.


ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ ყოფილა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა 30-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით, ასევე, ადგილზე მუშაობდა სპეციალური ავტო ტექნიკა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031