გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რიკოთის უღელტეხილზე ავტობანი შეიძლება ფასიანი იყოს

13-06-2018

რიკოთის გზის მაკეტი

რიკოთზე გამავალ ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ან ავტობანის სხვა მონაკვეთებზე გადაადგილება შეიძლება ფასიანი გახდეს. ამის შესახებ ორი კვლევა ჩატარდა, რომლის შესახებაც რეგიონული განვითარების სამინისტროში, დონორებთან და სხვადასხვა უწყებასთან მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ TV პირველის ეთერში თქვა. 

ქარსელაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევები მსოფლიო ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ჩაატარა. კვლევაში მოსაზრებები სხვადასხვანაირია.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, გზებზე ფასის შემოღებასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს, თუმცა დასძინა, რომ ასეთი პრაქტია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებოსბ. ამასთან, ქარსელაძემ არ გამორიცხა, რომ გზებზე გარკვეული გადასახადი შეიძლება ეტაპობრივად შემოვიდეს.

ქარსელაძის განმარტებით, 2021 წლამდე (რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობის დასრულების წელი) ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

წითელი ხიდიდან სარფამდე გადაადგილება 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ დიპლომატიურ კორპუსთან, ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე 12 ივნისს თქვა.



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930