გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება

2-02-2022

საქართველოს პარლამენტში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებაზე, ასევე სტრატეგიული შეფასების ჩატარებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან გადადის ამავე სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სისტემაში.


„მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა, 2017 წელს მიიღო უმნიშვნელოვანესი კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. შედეგად, საქართველომ შეასრულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ერთ-ერთი პირველი ვალდებულება - ჩვენი გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროპულ მოთხოვნებს. ახალი კანონმდებლობა სრულად თანხვედრაშია ევროპულ მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული თუ საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის ადრეულ ეტაპზევე საზოგადოების ჩართულობას და ინფორმირებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც დეპუტატებს კოდექსში შესატანი ცვლილებების დეტალები გააცნო.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სისტემაში გადატანა კიდევ უფრო გააძლიერებს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის შესაძლებლობებს.


„აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მაქსიმალურად სრულყოფილად და ოპერატიულად მოხდეს გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის, თუ ცალკეული საქმიანობის სკოპინგისა და სკრინინგის ანგარიშების განხილვა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება. ეს ორი უწყება, როგორც ინსტიტუციურად, ასევე ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებულია. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დარგობრივი მიმართულების სპეციალისტები (გეოლოგები, ჰიდროლოგები, კლიმატოლოგები) დღესაც აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ასევე სტრატეგიული შეფასების პროცედურებში. მსგავსი ინსტიტუციური მიდგომა აპრობირებულია ევროპის წამყვან სახელმწიფოებში. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით კვლავ უცვლელი რჩება წესი, რომლის მიხედვითაც, მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ, გზშ-ის გადაწყვეტილების პირობების შეცვლის შესახებ და ტრანსსასაზღვრო პროცედურების დაწყების შესახებ (როცა ამ პროცედურის სავალდებულობა ამოქმედდება კანონმდებლობით)“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031