გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძის მიმართვა სვენ მიქსერს: როგორ შეიძლება ამოვიღოთ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი" თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან, ეს ჩემი თხოვნა და მოწოდებაა

3-02-2022

„სამხრეთ ოსეთი" - ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. როგორ შეიძლება, რომ ამოვიღოთ ეს ტერმინი საერთოდ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. მითუმეტეს, ეს არის სტალინისტური ტერმინი და არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროკავშირი ან თუნდაც ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, სწორედ, ამ სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს", - ამ სიტყვებით მიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიქსერს. 


კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ, ზოგადად, დასავლეთი ებრძვის სტალინისტურ გამოვლინებებს და ამის საწინააღმდეგოდ,  ყველა მის დოკუმენტში იყენებს ტერმინს „სამხრეთ ოსეთი".
 
„ეს სტალინისტური ტერმინია და შეიქმნა 1922 წელს. ამიტომ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება ვიფიქროთ ამ საკითხზე და  თუ რაიმე ჩვენგან არის საჭირო, ოფიციალური მომართვა, ამას ჩვენ გავაკეთებთ", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
 
პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე  საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031