3-02-2022
2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. „ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მასშტაბით ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ინფლაციის მიზნობრივზე მაღალ დონეზე შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე, ასევე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების მაღალმა ზრდამ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ცინცაძემ.
ამასთან, მისი თქმით, „არსებული წლიური ინფლაცია რეკორდული არ არის და აქამდეც ფიქსირდებოდა ამაზე გაცილებით მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი. მაგალითისთვის მოვიყვანდი 2011 წელს, როდესაც ინფლაციამ 14,3 პროცენტი შეადგინა."
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, არსებული პროგნოზით უკვე გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ 3 პროცენტიან სამიზნე ნიშნულს დაუბრუნდება.
16-11-2024
16-11-2024