გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილი: ვაგრძელებთ ქალაქ რუსთავში საწარმოების მონიტორინგს, რათა ადგილზე ვნახოთ, როგორ სრულდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციები

3-02-2022

ქალაქ რუსთავში მოქმედი საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, კომპანიის „ჯეოსტილი” მეტალურგიული ქარხნის სამუშაო პროცესს გაეცნო.


მონიტორინგის კამპანიის მიზანია, საწარმოებმა რაც შეიძლება მოკლე დროში მოახდინონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებების დროული და ეფექტიანი შესრულება.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პარლამენტთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლობასთან ერთად, აგრძელებს საწარმოების მონიტორინგს, რათა ადგილზე ვნახოთ, როგორ ხდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციების შესრულება. აღსანიშნავია, რომ საწარმოს „ჯეოსტილი“ გამწოვი და ასპირაციის სისტემების კუთხით გაუმჯობესება აქვს, თუმცა, არ არის ჩართული ონლაინ მონიტორინგის სისტემაში; შესაბამისად, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საწარმოსთან მუშაობას, რათა დეტალურად შევისწავლოთ, როგორი იქნება ონლაინ მონიტორინგის სისტემაში მათ მიერ გამოგზავნილი მონაცემები“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კომპანიაში „ჯეოსტილი“ გაუმჯობესებულია სიტუაცია კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესრულების და თვითმონიტორინგის სისტემის კუთხით.


„ის ნაბიჯები, რაც კომპანიის „ჯეოსტილი“ მიერ გადაიდგა ჰაერის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, ნამდვილად თვალსაჩინოა.

მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს მიერ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ნორმები დასაზუსტებელია და ჯართის მართვის მიმართულებით კვლავ არის გამოწვევები, რომელიც კომპანიამ უნდა გადაჭრას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.


რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ანალოგიური შეხვედრები ქ. რუსთავში არსებულ ყველა საწარმოში გაიმართება.


„საწარმოებს გადადგმული აქვთ ნაბიჯები, რათა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს. უკვე მეორე საწარმოში გავეცანით სამუშაო პროცესსა და ვალდებულებების შესრულების სტატუსს. მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს, რათა ქალაქში გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930