გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა მელია მხარდამჭერებს: თქვენი და თქვენი მეზობლის მთავარი იდეა თუ არის „თავისუფლება მიშას“ არ გამოვა, სხვა რამე უნდა იყოს

5-02-2022

ნიკა მელია აღიარებს, რომ სააკაშვილმა პარტიის გეგმები არია. მისმა დავალებებმა კი რესურსი ამაოდ გახარჯა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს გაქცეული ლიდერის ჩამოსვლა არ სურდა. ეს მკაფიოდ ჩანს და ისმის ვიდეომასალიდან, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოპოვა.


ვიდეოჩანაწერი „ქრონიკას“ მოქალაქემ მიაწოდა და ის გუშინ, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული. ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იმართებოდა.


„2008 წელს და ოცდაერთი წლის თებერვლის ბოლოს რომ ოკუპაცია მოხდა, ერთი და იგივე რამე იყო. რუსები რომ შემოდიოდნენ, საბჭოთა ჯარი რომ შემოდიოდა, მაშინ მოსახლეობის 30% რომ დარაზმულიყო, ვერ შემოვიდოდა, მაგრამ უთხრეს მიწები გლეხებსო გესმის? და წამოვიდა ეს რუსეთის ჯარი, გამოვიდა რომ მარტო თავად-აზნაურები და ინტელექტუალები იბრძოდნენ, 2008-შიც ეგრე იყო, ძირითადად აქტიური ადამიანები იყვნენ.


რატომ მოვიყვანე მაგალითი, ქვეყანას იპყრობდნენ და ქართველმა ჩათვალა - მე რომ შევაკვდე ამითი რა შეიცვლებაო? სამშობლო მაინც მექნება და ამ მიწას ხომ ვერ წაიღებენო, პლიუს იმან გააგიჟა, ლენინმა, მოვიგეთო, ქარხანა ჩემი იქნება და მიწა ჩემიო. ჩვენ თუ ხალხს ღიად არ დაველაპარაკეთ, ზოგს არ ევასება ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ, სხვადასხვანაირი ამომრჩეველია, ზვიად გამსახურდიას რომ ამომრჩეველი ყავდა... კაცურად გეუბნებით, ერთპარტიული ნაციონალური მოძრაობა მაქსიმუმ ერთი ... თქვენ გიჟები ხართ და ისინი ნორმალურები არიანო, აბა. ნაციონალურ მოძრაობას ყავს ბევრნაირი ამომრჩეველი დღეს“ - განაცხადა ნიკა მელიამ.


ვიდეო

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930