გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„mk.ru“(რუსეთი): საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ წინაპირობა შეიქმნა; ქვეყანა ტურბულენტობის ზონაში შევიდა, სააკაშვილმა კი ხელისუფლებაში დაბრუნება დააანონსა

14-06-2018

რუსული გამოცემის, «Московский комсомолец»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოში შექმნილ სიტუაციას, კერძოდ, ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებს, მთავრობის გადადგომის მიზეზებს და ა.შ.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ელენე გამაიუნის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან წასვლა მმართველ პარტიასთან გაჩენილი უთანხმოებით ახსნა, კერძოდ, მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მაგრამ საქმე ქვეყნის განვითარების შესახებ ხედვების განსხვავებაში არაა, კრიზისული სიტუაციის ფესვები უფრო ღრმად მიდის“, - აღნიშნავს ჟურნალისტი და იქვე განმარტავს შექმნილი მდგომარეობის მიზეზებს:


„საქართველო ტურბულენტობის ზონაში შევიდა: შემოდგომით საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომლის დროსაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რევანშის აღება აქვს განზრახული. იგი თბილისში დაბრუნებას გეგმავს, რაც გაქცეულ პოლიტიკოსს არაერთხელ განუცხადებია. საერთოდ კი, თვით საქართველოშიც საკმაოდ ბევრია ის ძალები, რომლებთაც ოლიმპზე მყოფი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ შევიწროვება სურთ. მაისისდან დაწყბეული ქვეყანაში მწვავე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს: სიტუაცია არასტაბილურია, თითქმის „ფერადი რევოლუციის“ წინაპირობებია შექმნილი. პრობლემები თოვლის ზვავივით გროვდება და საბაბიც მატულობს“, - წერს ავტორი.


პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მიზეზები და მისი მიმდინარეობა: „ორი მოზარდის მკვლელობის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის არაობიექტური გამოძიების გამო თანამდებობიდან მთავარი პროკურორი გადადგა. დააკავეს რამდენიმე პიროვნება, რომლებიც მტკიცებულებების მიჩქმალვას ცდილობდნენ და მკვლელებს მფარველობდნენ. მთავრობამ განაცხადა, რომ ამიერიდან საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართება. თითქოსდა პრობლემა მოგვარდა, მაგრამ სიტუაციამ ახალი ნეგატიური მუხტი შეიძინა: სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენელი - მარნეულის მერი ადგილობრივი მცხოვრებს შეურაცხყოფას აყენებს... ამას ემატება რეგიონებში მომხდარი არასასაიამოვნო ამბებიც: ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდებმა შიმშილობა დაიწყეს ადგილობრივი ადმინისტრაციის გადადგომის მოთხოვნით, პოლიციის მიერ ჩადენილი ზღვარსდაგასული უკანონობის გამო.


უნდა ითქვას, რომ საქართველოში სიტუაციის რყევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პოლიტიკაში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა და რომელიც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საჭეთმპყრობლად აირჩიეს. ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისათვის შეურიგებელი ოპონენტები არიან. ოლიგარქს ქართული პოლიტიკის „რუხ კარდინალს“ უწოდებენ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ხელისუფლების მართვის სისტემა ჩამოაყალიბა. როგორც კი საქართველოს პრეზიდენტად „ბიძინას კაცი“ გიორგი მარგველაშვილი იქნა არჩეული, მილიარდერმა პოლიტიკური საქმიანობის დატოვება გამოაცხადა, მაგრამ სინამდვილეში ქვეყანას ყურადღებას მაინც არ აკლებდა. სანამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თავისი კარიერით იყო დაკავებული, ხოლო საქართველო უკვე „დაგებულ რელსებზე მისრიალებდა“, ბიძინა ივანიშვილი სამშობლოდან შორს ბიზნესით იყო დაკავებული. მაგრამ მას შემდეგ, რაც ექს-პრეზიდენტმა რევანშის აღების სურვილი გამოაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, რათა ქვეყნის მართვა საკუთარ ხელში აეღო. იგი „ქართულ ოცნებას“ კვლავ სათავეში ჩაუდგა.


შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი ექს-პრეზიდენტის გუნდთან გადამწყვეტი შეტაკებისათვის ემზადება, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების დროს და იგი დღეს ყველა ადამიანს იშორებს თავიდან, რომლებთაც ქვეყანაში საპროტესტო განწყობების პროვოცირება შეუძლიათ. პრობლემა კი იმაშია, რომ ბევრისთვის მთავარ გამღიზიანებელ ფაქტორად თვითონ ოლიგარქი ითვლება“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930