გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიტარბის საბაგიროს გამორთვასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

7-02-2022

მიტარბის საბაგიროს გამორთვასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"მიმდინარე წლის 6 თებერვალს მიტარბის საბაგირო ავარიულად გამოირთო და დამსვენებლების  ევაკუაცია გახდა საჭირო. საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია ბოდიშს უხდის ყველა დამსვენებელს ავარიის შედეგად შექმნილი დისკომფორტისთვის.


ავარიის მიზეზების შესასწავლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უშუალო დავალებით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ინსპექციას განახორციელებს.  შიდა აუდიტის სამსახურს დაევალა, უმოკლეს ვადებში შეისწავლოს ავარიის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო  გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მკაცრი რეაგირება. 


ინსპექტირების შედეგების შესახებ, საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული."მთის კურორტების განვითარების კომპანიას" საქართველოს 4 მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე, მათ შორის, ბაკურიანში საბაგიროები სამართავად აქვს გადაცემული" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930