7-02-2022
მიმდინარე წლის იანვარში, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 2 415 ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსების ოდენობამ 93 293 ლარი შეადგინა.
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება მიიღო713 ბენეფიციარმა, 36 558 ლარის ოდენობით, ხოლო მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებით 102 ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც დაფინანსების სახით 54 779 ლარი გაიცა.
მათ შორის, „გეგმიური და სასწრაფო ოპერაციები" დაუფინანსდა 49 მოქალაქეს, 28255 ლარის ოდენობით, ონკოლოგიურ პაციენტთა პაკეტით ისარგებლა 34 ბენეფიციარმა, 22 299 ლარის ოდენობით და სამედიცინო კვლევები დაუფინანსდა 11 მოქალაქეს, 2545 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსებით ისარგებლა 1 600 პირმა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 956 ლარი გაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 26 სახის ქვეპროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 1 529 565 ლარია გათვალისწინებული.
16-11-2024
16-11-2024