7-02-2022
კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. ვაქცინაციის მსურველები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე სურვილის მიხედვით იცრებიან.
კასპის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ვაქცინაცია სამივე სახის ვაქცინით შეუფერხებლად მიმდინარეობს სოფლებშიც.
სოფელ ახალქალაქში, აღაიანისა და კავთისხევის სასოფლო ამბულატორიებში მოქალაქეები პირველი, მეორედა მესამე დოზით აიცრნენ.
სოფელ კავთისხევში იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე დაესწრო.
კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა 2022 წლის თებერვლის თვეშიც გრძელდება.
წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერდოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარს მიიღებენ.
16-11-2024
16-11-2024