გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულის მერმა დავით აღმაშენებლის საფლავს პატივი მიაგო

8-02-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტში  ,,დავითობა“ აღინიშნა. ტყიბულის მუნიციპალიტეტში  ,,დავითობა“ აღინიშნა.   წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, გელათში იმყოფებოდნენ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი,  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე და სხვა  ოფიციალური პირები. 


ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის საფლავს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს. ყვავილებით,  ასევე, შეამკეს გვირგვინოსანი მეფეების სოლომონ I-ისა და სოლომონ II-ის საფლავები. 

 
დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში ავიდა ტახტზე, 36 წელი მეფობდა და  53 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. ქვეყნისა და ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის დავით აღაშენებელი ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930