9-02-2022
კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა 2022 წლის თებერვლის თვეშიც გრძელდება.
წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში 50 წლისა და უფროსი ასაკის პირთა იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაზრდილია აცრის მსურველ მოქალაქეთა რიცხვი. ყველა მათგანი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი-სერგო ხიდეშელი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ ღარში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს.
სერგი ხიდეშელმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
იმუნიზაციის პროცესი ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება.
16-11-2024
16-11-2024