გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, გეგმები და ვალდებულება ჩვენს მოსახლეობასთან - ვაჩვენოთ ეკონომიკის სწრაფი განვითარება და შევქმნათ დასაქმების მაქსიმალური საშუალებები

9-02-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი დაინიშნა. ეკონომიკის ახალი მინისტრი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარუდგინა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ლევან დავითაშვილი ასევე შეინარჩუნებს ვიცე-პრემიერის პოზიციას. 


„მადლობა პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს იმ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა, რაც იმის აუცილებელი პირობა იყო, რომ ჩვენ გაგვეხორციელებინა რეფორმები სოფლის მეურნეობის თუ გარემოს დაცვის მიმართულებით და სამინისტროს წარმატებით ემუშავა. ასევე მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დიდი მონდომების, ძალისხმევის, ჩართულობის გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ გარემოს დაცვის თუ სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 


მან ასევე მადლობა გადაუხადა უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარმატებული მუშაობისთვის. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ნათია თურნავას საქმიანობა ძალიან რთულ დროს დაემთხვა, როცა პანდემიამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა ეკონომიკური განვითარების კუთხით. 


ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამ პოსტზე მის მთავარ ამოცანად ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და დასაქმების ზრდას ასახელებს. 


„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევით ჩვენ შევძელით ერთის მხრივ ეკონომიკის აღდგენა - ნამდვილად დავუბრუნდით პანდემიამდელ მაჩვენებელს. თუმცა, გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, გეგმები და ვალდებულება ჩვენს მოსახლეობასთან - ვაჩვენოთ ეკონომიკის სწრაფი განვითარება და ასევე შევქმნათ დასაქმების მაქსიმალური საშუალებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის შემოსავლების ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930