9-02-2022
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში სერგი ხიდეშელმა ყურადღება გაამახვილა ამ დროისთვის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ისაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ წამახალისებელ ღონისძიებებზე და კიდევ ერთხელ მოუწოდა წარმომადგენლებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ. წარმომადგენლებმა თავის მხრივ ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ვითარებისა და სოფლებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება სოფლებამდე და სოფლის შიდა გზების წმენდის მიმდინარეობას დაეთმო. ასევე, განხილული იქნა ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და შესაბამის სამსახურებს დაევალათ მათი დროულად მოგვარება.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის - გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში, ასევე შპს "ონის სერვის ჯგუფი"-ს ხელმძღვანელი.
16-11-2024
16-11-2024