გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყება

14-06-2018

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge ელექტრონულად არის შესაძლებელი. 

აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე, 18 ივნისის 12:00 საათიდან, რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები), ასევე, 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შვილები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველა იმ აღსაზრდელის რეგისტრაცია, რომელიც პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებს არ მიეკუთვნება. 

წელს, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 15 ათასამდე აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე, დედაქალაქში ცხრა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო ორ ბაგა-ბაღს ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება.

რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930