გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეთნულდზე “ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო შეჯიბრება გრძელდება

11-02-2022

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე “ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო შეჯიბრება გრძელდება.  საკვალიფიკაციო ეტაპში 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობს საქართველოდან და მსოფლიოს 20 ქვეყნიდან. 


შეჯიბრში მონაწილეობას იღებს სამი სპორტსმენ-ინფლუენსერი საფრანგეთიდან.


ისინი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვივნენ.  სპორტსმენ-ინფლუენსერები სპორტული აქტივობების გარდა, კურორტ თეთნულდზე ფოტო-ვიდეო მასალას იღებენ, რომელსაც სოციალური ქსელების საშუალებით, ათიათასობით ადამიანს გაუზიარებენ.


შეჯიბრს ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი. 


„ტურნირში უცხოელებთან ერთად ქართველი გამოცდილი სპორტსმენებიც მონაწილეობენ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე და საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას. ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიების გამართვა დაეხმარება როგორც  საერთაშორისო, აგრეთვე შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდას.  იმედი გვაქვს ჩვენი სტუმრები დადებითი ემოციებით დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში და კვლავ ეწვევიან საქართველოს“ -განაცხადა თამაზ იორაშვილმა.  


“საფრანგეთიდან ჩამოვედი  ფრირაიდის შეჯიბრებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს დრო მოვინახულო მთები და  გადავიღო ეს არაჩვეულებრივი ბუნება. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ჩემს მეგობრებს მოვუყვები რამდენად კარგი სასრიალო ადგილებია საქართველოში და კერძოდ  მესტიაში - აცხადებს ლეო ტაილეფერი სპორტსმენ- ინფლუენსერი საფრანგეთიდან.   


“საქართველოსა პირველად ვარ. აღფრთოვანებული ვარ ამ რეგიონით. ამ არაჩვეულებრივ მხარეს ვაცნობ ჩემს გამომწერებს, ვუზიარებ ჩემს  შთაბეჭდილებებს, ვუყვები თუ რამდენად საოცარია სრიალი მესტიაში და რამდენი აქტივობის განხორციელებაა შესაძლებელი ამ გამაოგნებელ ადგილას” -  განაცხადა სპორტსმენ ინფლუენსერმა ჟიულ ბონერიმ.  


ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის. აღნიშნული კი, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930