11-02-2022
ონის მუნიციპალიტეტში, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სრული შემადგენლობა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში
მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი”-ს დამტკიცების შესახებ.
ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმა - https://mrdi.gov.ge (სივრცითი მოწყობა, სივრცითი მოწყობის დოკუმენტი). ონის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა - https://mrdi.gov.ge (სივრცითი მოწყობა, სივრცითი მოწყობის დოკუმენტი).
სამუშაო შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, მოხალისეთა ჰაბის დამფუძნებელი, პროექტის ექსპერტი ნატალია ჭამიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ახალგაზრდების წახალისების პოლიტიკის შესახებ. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა მოსახლეობის პრაქტიკული გამოცდილების მაგალითები.
შეგახსენებთ, რომ მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის ონის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ონის მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოსახლეობასთან შეთანხმებულად და გამჭვირვალედ განხილვას.
მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობა, მათი წინადადებების და რეკომენდაციების გათვალისწინება.
16-11-2024
16-11-2024