გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტსა და "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია"-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

11-02-2022

ონის მუნიციპალიტეტსა და ააიპ "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებმა გიორგი ნოდარიშვილმა და ლევან შერაზადიშვილმა ააიპ "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის" წარმომადგენლებს უმასპინძლეს, რა დროსაც მხარეები ზემოხსენებული მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმდნენ, რომ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავებენ ერთობლივ პროექტებს, პროგრამებს და განახორციელებენ ონის მუნიციპალიტეტში.


აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს ტურისტული სფეროს დარგობრივ განვითარებას, მოსახლეობაში ტურიზმის სფეროს მიმართ ცნობიერების ამაღლებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ა.შ. 


მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტში ტურიზმის აღორძინებასა და განვითარებას, ტურიზმის სფეროში დასაქმებული კადრების გადამზადებას და სერტიფიცირებას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას ტურისტულ საქმიანობაში, შემუშავდება მნიშვნელობანი ტურისტული მარშუტები. 


შეხვედრის ბოლოს მერმა სერგი ხიდეშელმა აღნიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტი ვიზიტორთათვის არის მიმზიდველი და ძალიან საინტერესო, თუმცა კოორდინირებული თანამშრომლობით ონს აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიო რუკაზე სათანადო ადგილი დაიმკვიდროს

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930