გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი რეგულირების ჩარჩო დოკუმენტს შექმნის

14-02-2022

„ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი რეგულირების ჩარჩო დოკუმენტს შექმნის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ რეგულირება შეეხება ყველა იმ მიმართულებას, რომლებსაც შესაძლოა, გარკვეულ არაკანონიერ საქმიანობასთან ჰქონდეს კავშირი. 


როგორც მან აღნიშნა, ეს დაეხმარება საგამოძიებო სამსახურებს, მომავალში  დროულად იქნეს გამოვლენილი არაკანონიერი ფაქტები და სახელმწიფოს მხრიდან სწრაფად მოხდეს მათზე რეაგირება.  


„ქოლ-ცენტრები საქართველოშიც არსებობს, ისევე, როგორც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიზნესი ლეგალურ ჩარჩოში იყოს მოქცეული. აქვე უნდა ითქვას, რომ ქოლ-ცენტრებთან მიმართებით, არის კარგი პერსპექტივა და პრაქტიკა. ქვეყანაში მუშაობს რამდენიმე კომპანია, რომელიც წარმატებით ემსახურება საერთაშორისო დამკვეთს. ამასთან ერთად, გამოვლენილია გარკვეული ფაქტები, რის შესახებაც საქართველოს პროკურატურამ გააკეთა განცხადება. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით, მსგავსი ტიპის ფაქტები მომავალშიც იქნება აღკვეთილი.  რაც შეეხება სამუშაო პროცესს, რომელშიც ფინანსთა სამინისტროც იქნება ჩართული - ეს იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე, რათა მაქსიმალურად მოხდეს აღნიშნული სფეროს  რეგულირება", -  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. 


მან, ასევე, აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ჩაერთვება „თელმიკოს" მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლაში, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს აღნიშნული პროცესი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930