14-06-2018
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის მომავალ კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
მისივე თქმით, თავად ყოველთვის იყო და ახლაც არის „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე.
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ამ განცხადებას ძალიან კარგად და სწორად უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ყველას შეგვახსენა, რომ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკაში, რომ პარტია, რომელსაც აქვს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა, იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებით ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი ითვალისწინებს.
მე არ შეიძლება ვიცოდე, ვინ იქნება მომავალში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და შემდეგ კანდიდატი,რომელიც ჯერ არ დასახელებულა, როგორ დააკომპლექტებს საკუთარ კაბინეტს. ამას თავისი პროცედურა აქვს. ასევე წინასწარი ინფორმაციები არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე“- განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ რამდნეიმე დღეა არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის პოსტიდან გადადგომას მოითხოვენ.