გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

14-02-2022

საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ -  დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ - ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.


საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას  შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხს.


ჯეიჰუნ ბაირამოვი დაინტერესდა 13 თებერვალს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგებით და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და გააცნო ქვეყანაში სტიქიის შემდგომ არსებული მდგომარეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30