გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: პრემიერობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი მამუკა ბახტაძეა

14-06-2018

საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პარტიის თავმჯდომარის რანგში დაბრუნდა და ის არც პრემიერობას და არც პრეზიდენტობას არ აპირებდა.
ამის მიუხედავად, ზოიძე მიესალმება, თუ ივანიშვილი აზრს შეიცვლის და პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს.
დეპუტატმა ასევე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურის განხილვა დაადასტურა.
„ჩვენ ყველამ მოვისმინეთ, ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, რომ მოდიოდა პარტიის თავმჯდომარედ და ის არ იქნებოდა არც პრემიერი და არც პრეზიდენტი. თუ რამე შეიცვალა, ამ შემთხვევაში მე მხოლოდ მივესალმები, თუ ბატონი ბიძინა ამ თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატს წამოაყენებს. 
როგორც ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი სწორედ მამუკა ბახტაძეა“- განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა ცნობილი დღეს გახდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031