15-02-2022
„ლიბერთი“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ვაჟა მენაბდე არ გამორიცხავს ახალი საპენსიო ტენდერის პირობების გამოცხადების შემდეგ ე.წ. საპენსიო სესხებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს ან ამ კატეგორიის პროდუქტი საერთოდ გაქრეს ბაზრიდან. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად“ ისაუბრა.
როგორც ვაჟა მენამდე აცხადებს, გადაწყვეტილება სატენდერო პირობების საბოლოო ვერსიაზე დაყრდნობით იქნება მიღებული, მას შემდეგ, რაც ბანკი ხარჯებს დაითვლის და რისკებს გააანალიზებს. თუმცა, მისივე თქმით, „ლიბერთის“ ჰქონდა 30%-ად აღებული ის მინიმალური ნიშნული, რომლის ქვემოთაც სესხის მოგების ნიშნული ნულამდე დადიოდა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ეს პროდუქტი ბანკისთვის საინტერესო აღარ იყოს.
„რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ჩვენი განაკვეთები არის საბაზრო და ხშირ შემთხვევაში საბაზროზე დაბალიც ესეც დადასტურდა კომისიის საქმიანობის შემდეგ. საბაზრო განაკვეთი არის 30,26 % რაც ხარჯების გათვალისწინებით ძალიან დაბალია, მისი კიდევ უფრო შემცირება რიგ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ზარალიანი გამოვიდეს ბანკისთვის.
ბანკი არის კომერციული ორგანიზაცია. ჩვენ საკმაოდ ბევრ ქველმოქმედებას ვეწევით, მაგრამ ჩვენი ძირითადი საქმიანობა ვერ იქნება საქველმოქმედო. შესაბამისად, თუ ვნახავთ, რომ ზარალიანია კონკრეტული პროდუქტი, მისი შემცირება ან მასზე უარის თქმა მოგვიწევს“, - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.
16-11-2024
16-11-2024