გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს, კლუბებში კი სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება

15-02-2022

საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმად, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება.
 
აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო. საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გააცნო. ილია დარჩიაშვილი დავით ლეჟავას მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძესა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძესთან ერთად შეხვდა.
 
როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გთვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031