გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და "თბილისის გულის ცენტრს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

16-02-2022

მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კლინიკა "თბილისის გულის ცენტრს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმის საფუძველზე, სამსახური და სამედიცინო ცენტრი თანხმდებიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე. კლინიკა "თბილისის გულის ცენტრი" მზადყოფნას გამოთქვამს, ვეტერანთათვის უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობები და, ასევე, უფასო სამედიცინო მომსახურება წინასწარ შეთანხმებული დროის შუალედით.


მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და კლინიკა "თბილისის გულის ცენტრის" დირექტორმა არჩილ ჩუხრუკიძემ მოაწერეს.


წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 15 თებერვლამდე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930