გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოსტის მოწონებაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ - გახარიას პარტიის წევრი სააკაშვილის facebook პოსტის გაზიარებაზე

17-02-2022

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა კერესელიძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან სოციალურ ქსელში გაზიარებულ პოსტთან დაკავშირებით ისაუბრა. პოსტი სასტუმრო „რუმსის“ გახსნას ეხება, გახსნის დროს ყაზბეგში  მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა. 


მისი თქმით, აღნიშნულ პოსტთან დაკავშირებით აგორებული ამბავი სრული აბსურდი და სიყალბეა.


ამასთან, შალვა  კერესელიძე ამბობს, რომ ყაზბეგში ნებისმიერი კარგი ობიექტის გახსნას ყოველთვის მოიწონებს და მიესალმება. 


„როცა ასეთ სისულელეებს დებენ, კარგად უნდა გადაამოწმონ ეს პოსტი როდის არის დადებული  და გაზიარებული. ეს არის ის პერიოდი, როდესაც 2012 წელში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ყაზბეგში ააშენა სასტუმრო „რუმსი“. იმ დროს არაფერი არ იყო ყაზბეგში, ეს ჩემი მშობლიური მხარეა. ამათგან განსხვავდებით, როცა მარტო თანამდებობაზე ახსენდებათ საკუთარი რეგიონი, მაშინ არც თანამდებობაზე ვიყავი, ყაზბეგში რომ არაფერი ხდებოდა და რუმსი ააშენა ბიზნესმენმა გამიხარდა, მისი გახსნა მოვიწონე 2012 წელში. ეს რას ნიშნავს იცი, ახლა რომ რაღაც გაკეთდეს და გაკეთდა კიდეც ბევრი რამ, ეს ადამიანებმა რომ მოიწონონ, ხვალ ადგე და აუფრიალო ეს თუ მოწონებული გაქვს „ოცნების“ ან არა ოცნების მხარდამჭერი იყავი, იმიტომ რომ რომ ეს ობიექტი გაქვს მოწონებული. პოსტის მოწონებაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, კიდევ მოვიწონებ ყველა ობიექტს, რომელიც კარგი გაკეთდება და აშენდება ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და ამის პოლიტიკაში მოქცევა სრული აბსურდია“, - აცხადებს შალვა კერესელიძე.


პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ ის გახარიას მხარდამჭერი იყო ყოველთვის. 


„მიუხედავად იმისა რომ 25 წელიწადია სულ საჯარო სამსახურში ვმუშაობ, არასდროს არ ვყოფილვარ პოლიტიკაში. პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ შემოვედი როდესაც დავინიშნე გუბერნატორად და მერე დეპუტატად. არაფერი სათქმელი და სალაპარაკო რომ არ აქვთ ასეთ სიახლეებს პოულობენ. ეს პოსტი და კიდევ მსგავსი პოსტები, მაგათთან განსხვავებით არ წამიშლია და არც წავშლი. გიორგი გახარიას გვერდით ვიყავი ყოველთვის, ვარ და ვიქნები. ასეთი იაფფასიან ტყუილებს და მასხარაობას არანაირი აზრი არ აქვს, სჯობს ყველამ თავის წარსულს და განვლილ გზას გადახედოს“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ. 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930