გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე: მიმდინარე წელს დამატებით 2 მსხვილი საწარმო იქნება შერჩეული და დაიწყება კორპორატიზაციის პროცესი

17-02-2022

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა.


როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით, შემუშავდა რეფორმის სტრატეგია. ასევე, დამტკიცდა სახელმწიფო საწარმოების კორპორატიული მართვის კოდექსი.


„მიმდინარე წელს გაგრძელდება სახელმწიფო ელექტროსისტემის კორპორატიზაცია, დამატებით 2 მსხვილი საწარმო იქნება შერჩეული და დაიწყება კორპორატიზაციის პროცესი. ფინანსთა სამინისტროში დაიწყება სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციების დანერგვა. სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით, მოვამზადებთ და საშემოდგომო სესიაზე წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031