14-06-2018
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, როგორც განათლების, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით მამუკა ბახტაძის ხედვები მისაღებია.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა პრემიერის პოსტზე ბახტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს.
ამის შესახებ ვოლსკიმ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის შემდეგ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„მისი ხედვები განათლების საკითხებიდან დაწყებული, დამთავრებული საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებით მისაღები და მისასალმებელია. ყველა მზად ვართ მხარი დავუჭიროთ.
მოითხოვენ მინისტრების გადადგომას, დესტაბილიზაციას, მოითხოვენ რყევას და დაპირისპირების მაღალ ხარისხს, თუმცა, რასაკვირველია, მამუკა ბახტაძე ამ მოთხოვნების გარეშე შეაფასებს სიტუაციას და წარმოადგენს თავის კანდიდატებს. დღეს ამ თემებზე საუბარი არ ყოფილა“- განაცხადა ვოლსკიმ.