გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

21-02-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, „კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის" შემუშავება - განხილვას საქართველოში არსებული საჯარო და საზოგადოებრივი სექტორთან თანამშრომლობით წარმატებით ახორციელებს.

გეგმის შემუშავება ევროკავშირის ენერგოდირექტივების საფუძველზე მიმდინარეობს. ამდენად, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ჩართულია ამ სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის მთელ პროცესში, რათა ქვეყანამ წარმატებით განახორციელოს საკუთარი ენერგეტიკული სისტემის ევროპულთან ჰარმონიზაცია და ადგილობრივი ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირება, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ასევე მიმართული იქნება გარე ენერგეტიკულ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებისა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისკენ.

ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად შემუშავდა ათი შეხვედრის თემატიკა. ესენია:

1. ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული გეგმის მიმოხილვა;
2. მეთოდოლოგია 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლებისთვის ( პროგნოზების შემუშავების მეთოდოლოგია. მეთოდი, მოდელირების ჩარჩო, სცენარების განსაზღვრა. გასული ტენდენციების ანალიზი და საბაზისო წლის ინფორმაცია: მონაცემთა წყაროები, ტენდენციები და ძირითადი მიგნებები);
3. TIMES-ის მოდელის შაბლონების აღწერა (მოდელის გასაზიარებლად შეთავაზებული იქნა NDA -გაუთქმელობის ხელშეკრულება). წარმოდგენილი იქნა ენერგეტიკის გენერაციის განვითარების სცენარები;
4. ენერგოეფექტურობა;
5. ენერგეტიკის სექტორის NECP სცენარების წინასწარი შედეგების პრეზენტაცია (ზემოქმედების მიმოხილვა, რომელიც ექნება თითოეულ პოლიტიკის სცენარს სათბურის გაზების, განახლებადი ენერგოიებისა და ენერგოეფექტურობის კუთხით);
6. დეკარბონიზაცია, სათბური გაზების ემისიები და განახლებადი ენერგიები;
7. წყალსაცავიანი ჰესები;
8. შეხვედრის თემაა: „ენერგეტიკული უსაფრთხოება"
9. შიდა ენერგეტიკული ბაზარი (ენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურა, ბაზრის ინტეგრაცია, ენერგეტიკული სიღარიბე);
10. კვლევა, ინოვაცია და კონკურენტუნარიანობა.

დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი შემუშავების პროცესში ჩართულია რამდენიმე ათეული სპეციალისტი, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მოქმედ ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ორგანიზაციას გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, აგრეთვე ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს. აღნიშნული პროცესი თავიდანვე მოიცავდა 10 შეხვედრის გამართვას, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნებოდა სტრატეგიული დოკუმენტის ყოველი მიმართულება, მათ შორის, წყალსაცავიან ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული საკითხებიც.

ორგანიზატორების მიერ განხილვის პროცესში თავიდანვე მოწვეული იყო საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც „რიონის ხეობის მცველების" სახელითაა ცნობილი. ისინი მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას დაესწრნენ და შემდეგ უარი თქვეს სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული, მეტად აქტუალურ საკითხების განხილვაში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფმა ასევე ცალმხრივად უარი თქვა მონაწილეობაზე მედიაციის პროცესში „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობდა და მასში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი.

„კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის ინტეგრირებული ეროვნული გეგმის" საჯარო განხილვა საქართველოში პირველად ხორციელდება და ყველა დაინტერესებულ სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს უშუალო მონაწილეობა ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაში.
ვფიქრობთ, აღნიშნული განხილვა არის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930