Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება, საიდანაც ის მთელს საქართველოზე გავრცელდება და ყველა დიდი ქალაქში ჩატარდება.
სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ფესტივალის სტარტის ადგილად აფხაზეთის ტერიტორია განგებ შეარჩია, რათა მასში მონაწილეობის, ლუდის დაგემოვნებისა და სიურპრიზების მიღების საშუალება ჩვენს აფხაზ ძმებსაც მისცემოდათ.
ფესტივალი ხვალ, 16 ივნისს რუხის სავაჭრო ცენტრიდან დაიწყება.
როგორც სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური იქნება და დამსწრე საზოგადოებას ბევრი სიურპრიზი ელოდება, სადაც სხვადასხვა პრიზებთან ერთად ბავარიის სამშობლოში მოგზაურობის სრული პაკეტი გათამაშდება.
რუხში დაგეგმილ ლუდის ნამდვილ დღესასწაულზე მიწვეულია ყველა. სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ლუდის ფესტივალზე დასწრების მსურველებზეც იფიქრა და მათთვის უფასო სატრანსპორტო საშუალებები გამოყო, რომლებიც მგზავრებს 16 ივნისის 17:00 საათიდან, გუბერნიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოემსახურებიან.
„Bavaria" სს "ქართული ლუდის კომპანიასთან" თანამშრომლობით საქართველოში გრანდიოზულ ფესტივალს გეგმავს. თუ ლუდი და გართობა გიყვარს მას აუცილებლად უნდა დაესწრო. ლუდის ფესტივალს აფხაზეთიდან, სოფელ რუხიდან ვიწყებთ და ერთი თვის განმავლობაში მთელს საქართველოს დავფარავთ. Bavaria-ს ლუდის ფესტივალი ჩატარდება ყველა დიდი ქალაქში, ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ბევრი სიურპრიზი, რომელსაც წინასწარ ვერ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ გათამაშებაში იქნება სუპერ პრიზი - მოგზაურობა ჰოლანდიაში. ასე, რომ თუ გინდა ნამდვილი, ხარისხიანი ლუდის დაგემოვნება, გართობა და სიურპრიზები მოდი Bavaria-ს ლუდის ფესტივალზე“- აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე.
ბავარიის ლუდის ფესტივალი 21 ივნისს ქუთაისში გადაინაცვლებს.