გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძე: მზად არიან გამოიძიონ, თუმცა მოწმეები და ნივთმტკიცებები არ არსებობს

15-06-2018

მოზარადების მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილი მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს კიდევ ერთხელ გამოკითხავენ.
სარალიძის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან კავშირში მყოფი მოწმეები აღარ არსებობენ, ისევე როგორც ნივთმტკიცებები.
„დღეს უნდა დავასრულოთ ჩემი ვერსიები, კითხვები, რა დარღვევები იყო გამოძიების ეტაპზე... არაფერზე ვიხევ უკან. მზად არიან, უნდათ რომ გამოიძიონ, მაგრამ მოწმეები და ნივთმტკიცებები არ არსებობს, ამიტომ როგორ უნდა გამოიძიონ ჯერ-ჯერობით ვერ ვხვდები. ჩემი მოთოვნაა, რომ ამ საქმის გამოძიება დაიწყოს ზემოდან და არა თვითონ ინციდენტიდან და ბავშვების გამოკითხვიდან. ეს არაფერს მოგვცემს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენებები ყველას მიცემული აქვტ და იგივე ჩვენებბს მისცემენ, ახალი რომ თქვან რამე პირდაპირ პასუხისგებაში მისცემენ. რამდენად გარისკავენ ეს ბავშვები რომ აღიარონ, რაც დამალეს, ვერ გეტყვით“- განაცხადა სარალიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031