გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პანკისის ხეობაში სპეცრაზმია მობილიზებული - რა მოხდა სოფელ ბირკიანში

15-06-2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლ ბირკიანში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. ინფორმაცია "ნიუპოსტს" ადგილობრივებმა დაუდასტურეს.

მათი მონაყოლის თანახმად, ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხეობაში რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავი ავტომობილები გამოჩნდნენ, რომლებსაც ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ფოტო ჰქონდათ გაკრული.

აღნიშნულმა ფაქტმა გაღიზიანება გამოიწვია, სალაფიტურმა ჯამაათმა ფოტოს მოხსნა მოსთხოვა აღნიშნულ პირებს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

newposts

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728