გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ სანქციებში, ვინაიდან ეს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას დაზიანებს

25-02-2022

მე მინდა ერთი ვთქვა დასკვნის სახით ჩემს გამოსვლაში, 2 დღის წინაც ვთქვი, როგორც პრემიერ-მინისტრი, საქართველოს და ჩვენი ხალხის წინაშე მინდა განვაცხადო შემდეგი - მე არაფერს გავაკეთებ, არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, იხელმძღვანელებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესებით, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით.


„ჩვენ რა თქმა უნდა გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას,  ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს და მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას, შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით და ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930